ტეილორ სვიფტის Folklore წლის პირველი ალბომია, რომლის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა აშშ-ში
ტეილორ სვიფტმა აგვისტოში თავისი რიგით მერვე ალბომი Folklore გამოუშვა, რომელიც მომღერალმა კარანტინში ჩაწერა. იმასთან ერთად, რომ ფოლკლორმა ტეილორ სვიფტის კარიერაში ყველაზე დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ის წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომიც აღმოჩნდა.
Billboard-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში აშშ-ში Folklore-ის 57 000 ასლი გაიყიდა და ამერიკაში გაყიდვების ჯამურმა მაჩვენებელმა 1,038 მილიონი შეადგინა, რითიც პირველი ალბომი გახდა, რომლის გაყიდვებმაც 2020 წელს მილიონ ერთეულს მიაღწია.
შემდეგ თვეში გრემის მომავალი დაჯილდოების ნომინაციები გამოქვეყნდება და როგორც ვარაუდობენ, ამ შედეგების გათვალისწინებით ტეილორ სვიფტი წლის ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფატორი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მომღერლის წინა ალბომი Lover ასევე ერთადერთი ჩანაწერი იყო, რომლის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა 2019 წელს ამერიკაში.
30 წლის ტეილორ სვიფტმა ალბომი Folklore 23 აგვისტოს გამოაქვეყნა და მალევე დაიპყრო ერთგული მსმენელების გული, რითიც როგორც ამერიკის, ისე სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჩარტების ლიდერი გახდა.
სექტემბერში სვიფტმა ახალი ალბომის წყალობით რეკორდიც მოხსნა: Billboard-ის ჩარტებში მისი ალბომები სულ 47 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, რითიც უიტნი ჰიუსტონის 46-კვირიანი შედეგი გააუმჯობესა — ჰიუსტონმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მესამე ადგილს კი ადელი იკავებს 34-კვირიანი მაჩვენებლით.
ივნისში ჟურნალმა ფორბსმა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლების სია გამოაქვეყნა, სადაც ტეილორ სვიფტი ასევე ლიდერ ათეულში მოხვდა: $63,5 მილიონიანი შემოსავლებით ის მეშვიდე ადგილს იკავებს.
მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრისთვის თუ არა, ქანთრისა და პოპის ამ შემსრულებლისთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა 2020 წელი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები