ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე, ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. ამის შესახებ მან ამერიკის ხმას განუცხადა.

"ჩემი გულრწფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად", — აცხადებს კინზინგერი.

გასული თვეების განმავლობაში, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფი, ისევე, როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აქტიურად აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებების მიღების პროცესს.