ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ადამ კიზინგერის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და ყველა დარღვევა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გავლენა არჩევნების შედეგებზე, იქნება აღქმული სერიოზულად და ექნება შესაბამისი რეაგირება.

"ჩვენი პარტნიორები გულდასმით აკვირდებიან ამ არჩევნებს. ყველა ჩვენს პარტნიორს ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლა მეორედ. ერთხელ ეს მოხდა 2012 წელს, ეხლა ეს მოხდება მეორედ, 2020 წელს და ამიტომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორები ძალიან გულდასმით აკვირდებიან ამ არჩევნებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ყველა დარღვევა, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ არჩევნების შედეგებზე, მათი მხირდან იქნება სერიოზულად აღქმული და ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება. სრულიად დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ხმა", — განაცხადა კაპანაძემ.