დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს შორის 521 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქედამ 267 პაციენტი თბილისში მკურნალობს, აჭარის რეგიონში — 73.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური სუნთვის აპარატზე 120 პირი იმყოფება, მათგან თბილისში 67, აჭარაში — 23.

28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა — 15 ადამიანი.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 33 858 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 14 829 გამოჯანმრთელდა, ხოლო 253 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 022, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 344.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: