დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში — 253.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გარდაცვლილთა ტერიტორიული გადანაწილება შემდეგნაირია:

  • თბილისი — 4;
  • აჭარა — 7;
  • იმერეთი — 4.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დღიდან კი ჯამში 33 858 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 14 829 გამოჯანმრთელდა, ხოლო 253 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 4 022, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 344.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: