2020 წელს ლოს-ანჯელესში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორის, პროდიუსერის, სცენარისტის, ვარსკვლავური ომებისა და ინდიანა ჯონსის ავტორის ჯორჯ ლუკასის მუზეუმი გაიხსნება. პროექტის ღირებულება საერთო ჯამში $1 მილიარდია.

თავდაპირველად მუზეუმი ჩიკაგოში უნდა გახსნილიყო, თუმცა პროექტის განხორციელებაზე ქალაქმა უარი თქვა. სამაგიეროდ მუზეუმის მშენებლობას დასთანხმდა სან-ფრანცისკო და ლოს-ანჯელესი. არჩევანი თავად ჯორჯ ლუკასმა გააკეთა.

ფოტო: AP

მუზეუმი მასშტაბური იქნება: 275,000 კვ.მ.-ზე გადაჭიმული სივრცე ვარსკვლავური ომებისა და ინდიანა ჯონსის 265 000-ზე მეტ ექსპონატს დაიტევს. საერთო ჯამში კოსტიუმებისა და დეკორაციების ღირებულება $400 მილიონია.

"მილიონობით ადგილობრივი და ტურისტი გაერთობა იმ ექსტრაორდინალური და განსაცვიფრებელი კოლექციით", - ამბობს ქალაქის მერი ერიკ გარსეტი.