ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძის თქმით, 31 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არჩევნებზე მისვლა, რადგან ყოველი მოქალაქის ხმა ერთად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

"ძალიან არ უნდოდა ივანიშვილს, რომ საქართველოს დასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ მისი პრორუსული მმართველობის წინააღმდეგ. ერთხმად გაიძახოდა ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ოპოზიცია ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ ეს შეთანხმება შედგა და დღეს ოპოზიციის მრავალპარტიული შემადგენლობა ერთიანი ძალისხმევით აპირებს ივანიშვილის დამარცხებას. სულ ახლოსაა გამარჯვება და გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძემ მოსახლეობას მოუწოდა რომ 31 ოქტომბერს სახლში სახლში არავინ უნდა დარჩეს და გამარჯვების გასაღები მათ აქტიურობაშია.

"ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ერთი ხმით გავაძლიეროთ საერთო გამარჯვება. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მრავალი ერთი ხმა შექმნის იმ ძალას, რომელიც შეძლებს ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანას. მჯერა, რომ ახალი, მრავალპარტიული ხელისუფლების შემადგენლობაში ევროპული საქართველოს შეასრულებს მის უმნიშვნელოვანეს და ერთ -ერთ წამყვან როლს საქართველოს დასავლური, ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად", — განაცხადა შავგულიძემ.

ევროპულმა საქართველომ დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.