ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ეკლესიასთან ურთიერთობა წარიმართება სეკულარიზმის პრინციპით და ის სახელმწიფოს საქმიანობაში პირდაპირი ფორმით ვერ ჩაერევა. ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხდა.

"რაც შეეხება ეკლესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობას, ეს ურთიერთობა წარიმართება თავიდან ბოლომდე იმ სულისკვეთებით, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვეფუძნებით, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს და აქედან გამომდინარე, ეკლესია პირდაპირი ფორმით ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაერევა სახელმწიფოს საქმიანობაში", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ეკლესიასთან თანამშრომლობა ევალება ნებისმიერ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას.