ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მათ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს.

"ჩვენ რამდენიმე წუთის წინ შევთავაზეთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, ღია ფორმატისთვის და სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შევთავაზოთ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ შემთხვევაში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას, განვიხილოთ ის საკითხები და ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ", — აცხადებენ ცესკოში.

ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ თამარ ჟვანიასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვამ შენობაში არ შეუშვა. დაპირისპირების დროს, ცუდად გახდა 1, ხოლო დააკავეს 3 აქტივისტი.