პროკურატურის თქმით, ზუგდიდში მოქმედმა პატრულის თანამშრომელმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა.

უწყების ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ზუგდიდში გ.ს.-ს და კ.გ.-ს შორის ავტომანქანის შეკეთების თაობაზე ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.