ნიდერლანდებმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
ნიდერლანდების სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ევროკავშირის 22 ოქტომბრის რეკომენდაციისა და ეპიდსიტუაციის საფუძველზე სიიდან ასევე ამოიღეს კანადა და ტუნი
როგორც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვისა და რეზიდენტი პირებისთვის ძალაში 27 ოქტომბრიდან შედის. ნიდერლანდებმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაშ შესვლის უფლება პირველ ივლისს მისცეს.
გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:
- ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობს ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც;
- ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები;
- ფლობს ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები;
- აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვა ევროკავშირის სხვა დირექტივებიდან ან შენგენის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აღნიშნული ოჯახის წევრმა უნდა შეამოწმოს, ვრცელდება თუ არა მასზედ სავიზო მოთხოვნები;
- ფლობს გრძელვადიან ვიზას (MVV);
- ფლობს ნიდერლანდებში ბინადრობის ძალაში მყოფ ნებართვას. ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან;
- არის საკვანძო მნიშვნელობის დასაქმებული ან საგამონაკლისო პროფესიის მქონე: მზრუნველი, ექიმი, ექთანი ან მკვლევარი;
- არის დასაქმებული, რომელიც რეგულარულად კვეთს საზღვარს (cross-border commuter);
- არის სეზონურად დასაქმებული;
- დასაქმებულია სატრანსპორტო სექტორში (საქონლის ტრანსპორტირება; კონტეინერების გადამზიდი გემები; დიდი ტვირთების გადამზიდი ხომალდები; ტანკერები; თევზსაჭერი გემები);
-
დასაქმებულია ენერგეტიკის სექტორში: (ნავთობის ან ბუნებრივი აირის პლატფორმაზე; ქარის ენერგიის სადგურზე; ოფშორულ კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მოცემულ სექტორს);
-
არის საჰაერო რეისის ეკიპაჟის წევრი;
-
არის შესაბამისი მოწმობის მქონე მეზღვაური. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება კომერციული იახტების ან რეკრეაციული ხომალდების მეზღვაურებზე;
-
არის დიპლომატი;
-
აქვს სამსახურებრივი პასპორტი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
-
არის შეიარაღებული ძალების წევრი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
-
დასაქმებულია საერთაშორისო ან/და ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში;
- აქვს საგამონაკლისო გარემოებები, რათა ესტუმროს ოჯახს. ეს შესაძლებელია მკაცრად განსაზღვრულ შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში:
ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მონახულება ან დაკრძალვაზე დასწრება. პირი უნდა იყოს პირველი ან მეორე რიგის ოჯახის წევრი (როგორც ეს განსაზღვრულია ნიდერლანდების კანონმდებლობით);
პირი ქვეყანაში შედის კანონის მიხედვით აღიარებული საკუთარი პარტნიორის მშობიარობის გამო. ეს გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ ბავშვის მამაზე. თუ პირი არ არის კანონის მიხედვით დაქორწინებული, მაშინ საჭიროა დაუბადებელი ბავშვის აღიარებული მამობის ფლობა. გარდა ამისა, პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ პარტნიორი არის 34 კვირაზე მეტი ხნის ორსული.
- ნიდერლანდების გავლით მიემგზავრება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. პირმა უნდა დაადასტუროს, რომ აქვს დამაკავშირებელი ფრენა შენგენის ზონის გარეთ მდებარე ქვეყანაში. დამაკავშირებელი ფრენა უნდა ხორციელდებოდეს ამსტერდამში ჩასვლიდან 48 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში პირს ეკრძალება აეროპორტის სატრანზიტო ზონის დატოვება;
- მინიჭებული აქვს საერთაშორისო დაცვა;
- მინიჭებული აქვს ნიდერლანდებში შესვლის ნებართვა ჰუმანიტარული საფუძვლებით;
- არის სტუდენტი და ფლობს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ დოკუმენტს სწავლის შესახებ;
- არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტი და ფლობს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ ცნობას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტად ყოფნის შესახებ.
ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას აღნიშნული გამონაკლისებით მოსარგებლე პირმა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა წარუდგინოს მესაზღვრეს და დაადასტუროს მის მიერ საგამონაკლისო საფუძვლით ქვეყანაში შესვლის მიზანი.
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირს აქვს ნიდერლანდებში შესვლის უფლება ზემოჩამოთვლილ საგამონაკლისო კატეგორიაში ყოფნის გამო, მას შეიძლება მოეთხოვოს 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შედის პირი ნიდერლანდებში.
გამონაკლისების ცალკე კატეგორიად მთავრობამ განსაზღვრა პირთა შემდეგი ჯგუფები:
- პირები, რომელთა ქვეყანაში შემოსვლა ემსახურება ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების ინტერესებს;
- ელიტური სპორტსმენები და მათი დამხმარე პერსონალი;
- კულტურული და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები;
- პროფესიონალი ჟურნალისტები;
- მკვლევარები.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები