დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან რუსთავი 2-ს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, მონასტერში აღარ ჩასულა და თბილისშია.

"სიცხე არ მაქვს, არაფერი არ მაქვს, მარტო მეუბნებიან, რომ კოვიდი გაქვსო, რა ვიცი, მჯერა... პირველ დღეს მომცა სიცხე 38-მდე და მეტი არაფერი. ახლა იზოლაციაში ვარ სახლში", — აღნიშნა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტი კირიონი ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტია. იგი კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში არასწორი რუკების გამოყენებაში ადანაშაულებს.