ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა - Aleph Farms ახალი ინიციატივა დააანონსა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ჯანსაღი და ხარისხიანი ხორცის წარმოებაზე იმუშავებს. მათ შორის, Aleph Farms ამას ისეთ გარემოშიც ეცდება, როგორიც სხვა პლანეტებია.

სხვაგვარად რომ ითქვას, Aleph Farms-ს უნდა, რომ ხორცის წარმოება იქაც იყოს შესაძლებელი, სადაც საქონელი ფიზიკურად ვერ იქნება.

კოსმოსში ხორცის წარმოების იდეა ნამდვილად საინტერესოა, თუმცა, ამ მომენტისთვის ეს პროექტი მხოლოდ რამდენიმე რენდერსა და სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან და კოსმოსურ სააგენტოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოიცავს.

Aleph Farms-მა პირველი ექსპერიმენტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შარშან, 3D Bioprinting Solutions-თან ერთად ჩაატარა. ექსპერიმენტის ფარგლებში, კოსმოსურ სადგურზე 3D პრინტერით ცხოველური უჯრედებიდან აღებული კუნთოვანი ქსოვილისგან პატარა ხორცის ნაჭერი "ააწყვეს".

"ღრმა კოსმოსის კვლევასთან არსებული შეზღუდვები ხორცის უფრო ეფექტიანი და დამზოგავი წარმოებისკენ გვიბიძგებს", — ამბობს Aleph Farms-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი - დიდიერ ტობიასი.

ტობიასი თქმით, Aleph Farms-ის მისია ხორცის წარმოების ეფექტიანი ხერხების მოძებნაა, რომლთაც ისარგებლებენ დედამიწაზე, კოსმოსში და მომავალში, სხვა პლანეტებზეც.