დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა არ უნდა მივიდეს იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდეს. გამყრელიძის თქმით, სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი ამოცანაა, ჯანდაცვის სისტემა ვირუსს შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ, მისივე თქმით, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც.

"ჩვენ პროგნოზირების სცენარი გვაქვს და ჯერჯერობით, ხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სექტორი უმკვლადება დღიურად, დაახლოებით, 2 000 ახალ შემთხვევას. ამიტომ, ვფიქრობთ არ მივალთ იმ სტადიამდე, როცა გეგმა "ბ"-ს ამუშავება იქნება საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს — ეს არის ჩემი მოვალეობა", — განაცხადა გამყრელიძემ.

27 ოქტომბერის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262, გარდაიცვალა — 23 ადამიანი.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 12 632 გამოჯანმრთელდა, ხოლო 238 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 847, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: