დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებს დიდი მკურნალობა არ სჭირდებათ.

"ერთადერთი ჩემი რჩევა რაც იქნება ბინაზე მყოფი ადამიანებისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და ამ პერიოდში მასთან ჰქონდეს ხშირი სატელეფონო კონტაქტი", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებული ოჯახის ექიმთან მუდმივ კონტაქტზე იყოს და მისგან მიიღოს დანიშნულება, როგორ მოიქცეს.