დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავნელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში დაახლოებით, გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა იქნება. ვიცით, რომ ჩინეთში უკვე გამოიყენება ერთი ვაქცინა და კიდევ ორზეა ლაპარაკი. ჩემი აზრით, ვაქცინა ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც აწარმოებენ, გაზაფხულიდან კი ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, ჩვენთვის", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომლებიც პრე კლინიკურ, პოსტ კლინიკურ შემოწმებას გადიან.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა გადის კლინიკური კვლევის მეორე და მესამე ფაზას. მისი თქმით, მესამე ფაზაშია დაახლოებით, 10-მდე ვაქცინა და დიდი ალბათობით ვაქცინა იქნება, ხოლო თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, ამას დრო გვაჩვენებს.