სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელაურის გამგებელი, სოფიკო კიკაჩეიშვილი ენმ-სა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანს სოციალურ ქსელში ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

On.ge სოფელ მელაურის სოფლის გამგებელს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, ეკუთვნოდა თუ არა მას აღნიშნული კომენტარი, რაც კიკაჩეიშვილმა არ უარყო.

"ნანუკა რომ არ მომწონს იმიტომ მირეკავთ? არ მომწონს და რა დავაშავე მერე? ვის უნდა ნაციონალი დღეს", — ამბობს ის.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატია.