კოსმიური დაისი

პლანეტოლოგი NASA'ს გოდარის კოსმოსური ფრენის ცენტრის პლანეტოლოგმა, ხერონიმო ვილანუევამ შექმნა თვალწარმტაცი სიმულაციები იმისა, თუ როგორ გამოიყურება დაისი მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტაზე.

ეს ანიმაცია გვიჩვენებს, თუ როგორ ჩანს მზის ჩასვლა სხვა პლანეტებზე დედამიწის ზედაპირიდან ცისკენ მიმართულ განიერ ლინზაში ჩახედვისას. ამიტომ გირჩევთ, რომ სრული ეეფქტის მისაღებად ეს ვიდეო მთელ ეკრანზე ჩართოთ.

ქვემოთ მოყვანილი მეორე ანიმაცია გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება სხვადასხვა პლანეტის დაისი იმავე პლანეტის ზედაპირიდან.

საღამო მარსზე

მეორე ვიდეოდან კარგად ჩანს, რომ ურანზე დაისის ფერი მომწვანო ფირუზისფერში გარდამავალი ლურჯია. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ამ პლანეტის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით კონცენტრირებული წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის მოლეკულები შთანთქავენ ხილული სპექტრის წითელ სხივებს. სწორედ მსგავსი მიზეზებით, დედამიწაზე უღრუბლო დღეებში ცას ლურჯი შეფერილობა აქვს.

მეორეს მხრივ, მარსზე დაისის დროს ცის ელფერი ყავისფრიდან ლურჯისკენ იცვლება, რადგან მის ატმოსფეროში გაბნეული მტვრის ნაწილაკები ხილული სპექტრის ლურჯ სხივებს აირეკლავენ.

სიმულაციების შესაქმნელად ვილანუევამ გამოიყენა ონლაინ იარაღი, რომელსაც პლანეტური სპექტრის გენერატორი ეწოდება. მისი გამოყენებით შესაძლებელი ისეთი გამოსახულების აღწერაც, თუ როგორია სხვადასხვა პლანეტებზე საღამოს ცა.