aდაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. 27 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სულ 238-ია.

საოპერაციო შტაბის უფროსის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გარდაცვალების დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 9 თბილისშია; 8 — აჭარაში; იმერეთში — 2, შიდა ქართლში — 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 32 127 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 12 632 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 757, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 847, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: