საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ეს არჩევნები პრინციპულია, რადგან მათ, სამართალდამცველებს სამი მთავარი მტერი — მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები უპირისპირდებათ. ამის შესახებ მან ფეისბუქზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის დღეები, რომელიც წყვეტს ძალიან ბევრს: მომავალს, პერსპექტივას, საშუალებას, შანსს. ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული, რადგან ამ არჩევნებზე ჩვენ, სამართალდამცველებს გვიპირისპირდება ჩვენი სამი მთავარი მტერი: მოსყიდვა, კირიმინალი და რუსი აგენტები", — აცხადებს მერაბიშვილი.

მისი თქმით, მათ ერთად უნდა დავიცავენ "ხალხის ნება", რომ საქართველოში არც მოსყიდვის, არც კრიმინალის საფრთხე აღარ დადგეს და აღარც რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი.