კლინიკა ბომონდის ცნობით, კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟები.

"განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ", — ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ბომონდში, ასევე, აცხადებენ, რომ კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.