ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. აფსნიპრესის ცნობით, ბჟანია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წევრებს შეხვდება. სხვა დამატებით დეტალზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასლან ბჟანია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ბოლოს 8 სექტემბერს იმყოფებოდა.