10 იანვარს, აზერბაიჯანში, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, SOCAR-ის 1 000 მილიმეტრიან მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოკარის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

ცეცხლის ჩაქრობის მიზნით, გაზსადენმა გარკვეული დროით მუშაობა შეაჩერა. APA-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სოკარის გაზსადენზე აფეთქება მოხდა. პირველად აქ 2016 წლის 27 დეკემბერს გაჩნდა ცეცხლი.