ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსთავში 21 წლის კოვიდგამოჯანმრთელებული გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, ამის სავარუდო მიზეზი გულის გაჩერებაა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზების მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ, ჯანდაცვაში საგანგებო ბრიფინგის დროს ისაუბრეს.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი კორონავირუსისგან განკურნებული იყო და ექიმის შეფასების შემდეგ, იგი თავს კარგად გრძნობდა. ასევე, მას არ აღენიშნებოდა ჩივილები და სიმპტომები. უწყებამ აღნიშნა, რომ მას კოვიდინფექციით გარდაცვლილისს პროტოკოლის შესაბამისად არ დაკრძალავენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.