ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა:

"პარტია კი არ არის გაყოფილი, პარტია ახლა არის დანგრეული და სამწუხაროდ ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ეს არის ძალიან გულსატკენი. რესურსი იმისა, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს პრაქტიკულად აღარ არის. პარტია იყოფა, განსხვავებები ფუნდამენტურია, ხედვები განსხვავებულია."

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ენმ-ის წევრები ვერ თანხმდებიან იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია:

"მთელ რიგ საკითხებში ჩვენ ვთანხმდებით, მაგალითად იმაში, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, მაგრამ ვერ ვთანხმდებით იმაში, თუ როგორ უნდა განვითარდეს ის პარტია, რომელსაც ჩვენ ყველანი წარმოვადგენდით აქამდე. კერძოდ ის რომ პარტიას სჭირდება მემკვიდრეობითობა, პარტიას სჭირდება განვითარება, პარტიას სჭირდება განახლება, პარტიას სჭირდება აწყობილი მენეჯმენტი ადგილზე."

უგულავას განცხადებით, მისთვის ახალი პარტიის დაფუძნება ან სხვა უკვე არსებულ პარტიაში გაწევრიანება რთული წარმოსადგენია.