5 სპორტული აქტივობა, რომელიც ზამთრისთვის იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
ზამთარი გვიახლოვდება და დროა დავგეგმოთ სუსხიანი დღეები, გამოვიდეთ კომფორტის ძველი ზონიდან და ახალი, საინტერესო ცხოვრება დავიწყოთ. ზამთრის თბილ ოთახში, ტახზე გატარების ნაცვლად ვარჯიში და სიჯანსაღეზე ზრუნვა როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობასაც გაგვიუმჯობესებს.
როგორც ცნობილია, ზამთარში ვარჯიშის დროს უფრო მეტ კალორიას ვწვავთ, ვიდრე სხვადასხვა აქტივობების სიცხეში შესრულებით. ამის მიზეზი მარტივია — სიცივის დროს მეტი ენერგიის დახარჯვა გვჭირდება სხეულის ტემპერატურის გასაზრდელად. დამწვარი კალორიების რაოდენობა 10-დან 40%-მდე აღემატება ზაფხულში დახარჯულს.
პანდემიის პირობებში, იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთი პრიორიტეტულია, როგორც არასდროს. დღეს მოგიყვებით იმ 5 სპორტულ აქტივობაზე, რომელიც ზამთრისთვის იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ და სიჯანსაღის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
1. ფიტნესი
ფიტნესი სხეულში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება. ვარჯიშის დროს ტემპერატურის მცირე მომატებას, შესაძლოა, დამცავი ეფექტი ჰქონდეს, რადგან ის ამცირებს სტრესს და აძლიერებს ანტისხეულებს, რომლებიც ინფექციის დამარცხებაში გვეხმარებიან.
2. აერობიკა
აერობიკა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას სხეულში და აძლიერებს გულს. ზრდის სხეულის ტემპერატურას, რამაც, შესაძლოა, ბაქტერიების ზრდას ხელი შეუშალოს.
აერობიკა წონის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. სხეულში ცხიმოვანი უჯრედების დაბალი დონე მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი ქიმიკატების რაოდენობასაც ამცირებს, რაც ინფექციის რისკს აქვეითებს.
უკეთ მუშაობენ ფილტვებიც, გაზრდილი ჟანგბადის ოდენობა კი ფილტვებიდან და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოდევნაში გვეხმარება.
აერობიკის ვარჯიშებში შედის:
- ველოსიპედი;
- სირბილი;
- ხტომა და ა.შ.
3. კრივი
კრივიც აერობიკის ერთ-ერთი სახეა. ის გულს შეკუმშვაში და სისხლის საკმარისი რაოდენობით ამოტუმბვაში ეხმარება, რაც სუნთქვას აუმჯობესებს და სისხლის მაღალი წნევის რისკს ამცირებს. კრივი გულის დაავადებებისგან და დიაბეტისგან გვიცავს. ის კალორიების დაწვასთან ერთად აძლიერებს კუნთებს, ძვლებს და გუნება-განწყობილებას გვიმაღლებს.
4. ცურვა
უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ცივი წყალი იმუნური სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს მის თეთრ უჯრედებს, რადგან სხეული ტემპერატურის ცვლილებაზე მოქმედებს. დროდადრო, ის მის წინააღმდეგ სიმტკიცეს იძენს და წინააღმდეგობის გაწევას სწავლობს.
5. ჩოგბურთი
ტენისი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახეობაა, რომლის დროსაც ფიზიკური ზიანის რისკი მინიმალურია. ის სტრესისგანაც გვათავისუფლებს და ბევრად ეფექტურია, ვიდრე ბრაზის მართვის სეანსები.
ჩოგბურთს მენტალურ სპორტსაც უწოდებენ, რადგან ის კარგია არამხოლოდ სხეულისთვის, გონებისთვისაც. თამაშის დროს, მოძრაობაშია სხეულის თითქმის ყველა კუნთი, რაც გამძლეობას გვივითარებს. ამასთან ერთად, ვარჯიშს განტვირთვისა და სოციალიზაციის დანიშნულებაც აქვს. ჩოგბურთით თამაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, მათ შორის, 3 წლის ბავშვებსაც.
ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ძილის მოწესრიგებაშიც გვეხმარება, რაც ვარჯიშის კიდევ ერთი დამატებითი ბონუსია, რადგან დაღლილი სხეული ბაქტერიების საყვარელი ადგილია.
FitPass — დაიწყეთ ვარჯიში მხოლოდ ერთი ბარათით
FitPass უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე ზრუნავს. ფიტპასი მომხმარებლებს სთავაზობს ერთ ბარათს, ერთი სააბონენტო გადასახადით, რომლის მეშვეობითაც კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს 120-ზე მეტი სპორტული ობიექტის 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისით, სპორტული მიმდინარეობითა თუ დაწესებულებით — მათ შორის ფიტნესით, აუზით, ჩოგბურთით, აკვა-აერობიკით, კრივით, ზუმბათი, იარაღის სროლით, პილატესით, იოგით, კლდეზე ცოცვით, მშვილდოსნობით, ცეკვით, აერობიკითა და კიდევ 30+ აქტივობით — ერთდროულად სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ეს ბევრად უფრო კომფორტული და მომგებიანია, ვიდრე შესაბამისი სერვისების ცალკეული აბონემენტების შეძენა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
კომენტარები