ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პოლიტიკური რეკლამებისთვის პარტიებმა 320 ათას დოლარზე მეტი დახარჯეს — ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, ფეისბუქისა და ინსტაგრამაზე პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ამ პლატფორმებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების 4 896 დეკლარირებული რეკლამა განთავსდა. მათგან, 24 არადეკლარირებული რეკლამა ფეისბუქმა პოლიტიკური შინაარსის მქონედ მიიჩნია და პლატფორმებიდან მოხსნა.
"ფეისბუქი თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ზუსტ ოდენობას ხელმისაწვდომ მონაცემებში არ უთითებს, თუმცა შესაძლებელია თანხის დიაპაზონის ნახვა. აღნიშნული რეკლამების 78%-ზე 100 აშშ დოლარზე ნაკლები დაიხარჯა. საანგარიშო პერიოდში 2 000 აშშ დოლარზე მეტი მხოლოდ 6 რეკლამაზე დახარჯა და ექვსივე რეკლამა გამოქვეყნებული იყო როგორც ფეისბუქზე, ისე ინსტაგრამზე", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქზე რეკლამებს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების 177 ოფიციალური გვერდი ათავსებდა. მათ შორის, ყველაზე მეტ გვერდზე პოლიტიკური რეკლამა ქართულმა ოცნებამ განათავსა. მას ორჯერ ჩამორჩება ლელოსთან დაკავშირებული გვერდების რეკლამების რიცხვი.
გარდა ამისა, ISFED-ის ინფორმაციით, პარტიები და კანდიდატები შესაბამის შენიშვნაში უმეტესად დაფინანსების წყაროდ პარტიებს ან საარჩევნო კამპანიის სახელწოდებას უთითებენ. განსხვავებული სტრატეგია აქვს ლელოს, რომლის წარმომადგენლების გვერდებზე განთავსებული რეკლამების დეკლარაციებში ხშირად დამფინანსებლად კანდიდატის გვერდის დასახელებაა მითითებული.
26 ოქტომბერს ISFED-მა სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის მოიცავდა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, რა დროსაც 900-ზე მეტი ფესბუქ გვერდი და 11 469 პოსტი შეისწავლეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები