ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა — ვაშაძე 27 საათიან უწყვეტი ტურნეს აჯამებს
სტრატეგია აღმაშენებელში აცხადებენ, რომ 27 საათიანი უწყვეტი ტურნეს ფარგლებში, რომელიც ბათუმიდან დაიწყო 17-ზე მეტი ლოკაცია მოიარა, ასობით მხარდამჭერს შეხვდა და საქართველოს აღმშენებლობის გეგმა გააცნო.
"ჩვენ გუშინ, დილით 09:00 საათზე ბათუმიდან 27 საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყეთ. მოვიარეთ 17-ზე მეტი ლოკაცია და ასობით ადამიანს შევხვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, ქვეყნის ყველა რეგიონში უკიდურესი გაჭირვებაა. პენსიონრები, რომლებიც უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტის გადახდას ვეღარ აუდიან; სოციალურად დაუცველები, რომლებიც ვეღარანაირ საკვებს ვეღარ ყიდულობენ იმისთვის, რომ ელემენტარულად გამოკვებონ საკუთარი ოჯახი; სოფლად თუ ქალაქად, ადამიანების ცხოვრების პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას რასაც ქართული ოცნება გვიხატავს. არის უმძიმესი მდგომარეობა, სადამდეც დამსხვრეული ოცნებების პარტიამ მიგვიყვანა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ამ ადამიანებში ვნახეთ ის რწმენა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნია", — აცხადებს ვაშაძე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, ამომრჩევლს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ რეფორმებს ჩამოთვლის, რის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
"მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ეს სიღარიბე, ეს გაჭირვება, ეს უმძიმესი ვითარება დავამარცხოთ ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია 31 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, მივიდეთ და ხმა მივცეთ ცვლილებებს, სიახლეს და უარი ვუთხრათ მათ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში გატყუებდათ, ვინც დამნაშავეა თქვენს მძიმე სოციალური პირობების შექმნაში.
მთავარი საკითხი, რაზეც ხალხი საუბრობს, ეს სიღარიბე, შიმშილი და გაჭირვებაა. მათ ფული არ აქვთ საკვების შესაძენად, შრომისუნარიან ადამიანებს სამუშაო ადგილი არ აქვთ, პენსიონრებს არჩევანის გაკეთება უწევთ წამალსა და საკვებს შორის, უსამართლოდ მაღალია წამლების ფასი. სწორედ ამიტომ, თითოეულ ადმიანს ვპირდებით, გამარჯვების პირველ 30 დღეში პენსიონრებს სესხის უსამართლოდ მაღალ 36-40%-ს ჩამოვაწერთ, 30%-ით გავაიაფებთ წამლებს, ყველას ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც შეუმცირდათ ბიზნესი 6 თვის მანძილზე სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ და რაც მთავარია გავასამმაგებთ კორონა ვირუსის ტესტების რაოდენობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ლოკალიზება. დავიწყებთ აღმშენებლობას თქვენთან ერთად და აუცილებლად დავამარცხებთ სიღარიბეს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ქალაქს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება, ქუთაისი კი, სადაც შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაიბრუნებს.
"დიდი მადლობა ჩვენს თანაგუნდელებს, ვინც მთელი 27 საათის მანძილზე დაუზარელად, აქტიურად, ენერგიულად დადიოდა რეგიონებში. მადლობა ჩვენს წარმომადგენლებს რეგიონებში და მათ მინდა ვუთხრა, რომ სწორედ სტრატეგია აღმაშენებლის ენერგია არის ის ენერგეტიკა, რომელიც ახლა სჭირდება საქართველოს. ჩვენი უშრეტი და დაუღალავი ენერგია, 24/7 შრომა საჭიროა იმისათვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახში მოვიტანოთ სიკეთე და კონკრეტული შედეგი.
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობდეს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელი ჩამოგართვით და დაგპირდით, რომ უსამართლობას შევცვლით, აუცილებლად გავაკეთებთ. პოლიტიკოსების მიმართ ნდობას დავაბრუნებთ ქვეყანაში", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები