საარჩევნო ადმინისტრაცია გახდა "ოცნების" ინსტრუმენტი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის — სიორიძე
ლელოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი სიორიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე ისაუბრა. სიორიძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ქართული ოცნების დაგრძელებული ხელი და ინსტრუმენტია არჩევნებზე მანიპულაციისთვის.
"საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ისინი მოახლოებულ არჩევნებზე მანიპულაციებისთვის ქართული ოცნების დაგრძელებულ ხელად არიან ქცეულები. დღევანდელი მონაცემებით, 12 ათას ადამიანამდეა კოვიდინფიცირებული. ასევე, ათასობით განისაზღვრება ინფიცირებულთან კონტაქტების მქონე და იზოლაციაში მყოფთა რაოდენობა. ამ ფონზე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოსცემს დადგენილებას და აძლევს სპეციალური რეგისტრაციის საშუალებას ინფექციის გამო მობილობაშეზღუდულ პირებს. ინფიცირებულთა და იზოლირებულთა მხოლოდ 10%-ს აქვს რეგისტრაცია გავლილი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას არ უწარმოებია შესაბამისი და სათანადო აგრესიულობით საჭირო საინფორმაციო კამპანია. მეორე მხრივ, სამწუხარო ფაქტია, რომ 27-დან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ჩვენ კიდევ დაგვემატება რამდენიმე ათასი კოვიდინფიცირებული და მათთან კონტაქტის გამო იზოლირებული პირები და ეს ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნების მიღმა დარჩებიან", — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძის განმარტებით, მიმდინარეობს ხმებით მანიპულირების მაღალი რისკის შემცველი პროცესი, რაც მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას აძლევს ხელს.
"მაშინვე ცხადი იყო, რომ შემოდგომა ინფექციის გავრცელების მხრივ იქნებოდა მძიმე და 31 ოქტომბერი, როგორც საარჩევნო დღე, იქნებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დასაორგანიზებელი. ამას სჭირდებოდა უმაღლესი საკანონმდებლო თვალსაზრისით გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რაც "ოცნებამ" არ გააკეთა და დღეს საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციით ხელით სთავაზობს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, სათავისო და ამომრჩევლის უფლებების შემლახავ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით და მაქსიმალური სიფრთხილით, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ლელო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების საშუალება", — აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
მან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა სამოქალაქო პლატფორმა 2020-ს, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ამ რეგულაციის შეჩერება.
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
კომენტარები