ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძე იზოლაციასა და საკარანტინე ზონაში მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას ეხმაურება კაპანაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს, რათა ადამიანების ხმები მოიპაროს ამ არჩევნების მოსაგებად.

"ის დადგენილება, რომელიც ცესკომ გამოსცა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა მოტივები გააჩნიათ.

ამ დადგენილების მიხედვით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. აქ ცალსახად ჩანს, რომ ერთხი მხრივ, არც ბაზები გააჩნიათ და სრულიად მოუმზადებლები არიან, მეორე მხირვ ჩანს, რომ დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა არის ძალიან მცირე.

ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ათეულ ათას ჩვენ მოქალაქეს არ ექნება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩვენებში. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს არის სრულიად დაუშვებელი და ეს არის ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა და მეტყველებს ორ რამეზე, თუ როგორი ჩამონგრეული და მართლა ჩაფლავებული მთავრობაა, რომელსაც ელემენტარული, ასეთი საკითხების მენეჯმენტიც კი არ შეუძლია, ან შეუძლია და ვერ აკეთებს. მეორე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს ამ არჩევენის მოსაგებად, მაგრამ არც ერთი ეს ინსტრუმენტი არ იმუშავებს და აუცილებლად დამარცხდებიან, მათ შორის, ამის გამოც, 31 ოქტომბერს", — განაცხადა კაპანაძემ.