უგულავა ზუგდიდის ბანკის საქმეზე: ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ზუგდიდში ბანკის საქმეს ეხმაურება.
უგულავას თქმით, ეს საქმე, ისევე როგორც სხვა საქმეები ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ბურუსით არის მოცული და, როგორც უგულავამ აღნიშნა, სწორედ დაუსჯელობა წარმოშობს იმას, რა მდგომარეობამდეც მივიდა დღეს ქვეყანა.
"ფაქტია, რომ რაფალიანცის ბურუსით დაწყებული ინტერვიუდან, ზურაბ ჟვანიას საქმე, რომელიც შემდეგ გაყალბების ობიექტი იყო, შემდეგ იგივე ხორავას საქმე, სადაც იყო გაყალბების ნიშნები, მთელი რიგი საქმეებისა გაყალბებით მიმდინარეობს ამ ხელისუფლების პირობებში, ფაქტია, რომ გამოძიებით ხდება მანიპულირება", — განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ის განცხადება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვიხილეთ, მხოლოდ და მხოლოდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს.
"[ჩნდება ეჭვი, რომ] აქაც გვაქვს ან გაწელვის მცდელობა, რომ არჩევნებამდე იქნება გამოავლინონ, რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რადგან სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებულია, რომ თუ იცი ადამიანი და ის გაქცეულია, პირიქით, მის ფოტოებს აკრავ და აჯილდოებ საზოგადოებას, ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, ეს ხომ ახალი ველოსიპედი არ არის, ბოლო 3 საუკუნე ასე მუშაობს გამოძიება, ყველა ქვეყანაში ასე მუშაობს და რა გრენლანდია აღმოაჩინა ასეთი და რა მეთოდი აღმოაჩინა ასეთი გომელაურმა", — აცხადებს უგულავა.
უგულავას თქმით, დაუსჯელობა და ფაქტების დამალვა საზოგადოების მხრიდან მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.
"ამიტომ, ფაქტია, რომ რაღაცას აშკარად მალავს გამოძიება, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაბნეულობას და შემდეგ უკვე ათას ვერსიას. ეს ჩანს უკვე, ეს ჩანდა წინა არჩევნების წინაც, როდესაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ააფეთქეს გივი თარგამაძე და მის საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, იქაც სამხედროები ფიგურირებდნენ. ფაქტია, რომ არავინ არ დასჯილა. ეს დაუსჯელობა, საბოლოოდ, წარმოშობს იმას, სადამდეც მივედით ჩვენ", — დაამატა ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები