დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხის სასწრაფოს თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ საკითხზე დამატებითი განმარტება ტიკარაძეს არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დამატებით მიზეზებზე ტიკარაძეს არ უსაუბრია.

აცხადებს, რომ ახალციხის სასწრაფოს მუშაობა არ შეუწყვეტია. ამ კითხვის მიზეზი სასწრაფოს ექიმის გარდაცვალება გახდა.

"ახალციხის სასწრაფოს არ მოუწია გაჩერება. მე ვიზიარებ, ჩემი კოლეგების წუხილს და ვიზიარებ, პირველ რიგში, ამ ექიმის ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმებს, როგორც ჩვენს ყველა სხვა მოქალაქეს, ესაჭიროება გაფრთხილება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ მოქალაქეებს. ექიმებიც სწორედ ისევე ატარებენ რისკს და არიან პირველ ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაქეები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროება", — თქვა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ის ვერ ისაუბრებს გარდაცვალების მიზეზებზე, რადგან ეს ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება.

"თუ რა გახდა მიზეზი, თქვენთვის ცნობილია, რომ მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, ვინაიდან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი არის მიუღებელი", — განაცხადა ტიკარაძემ.

20 ოქტომბერს ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, მოძიებულია ინფიცირებულთა კონტაქტები, რომლებიც კარანტინსა და იზოლაციაში არიან გადაყვანილი. ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, ამჟამად ახალციხეში სასწრაფოს ეკიპაჟები ადიგენიდან და ასპინძიდან არის მობილიზებული.

26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, 603 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 30 303 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 11 370 გამოჯანმრთელდა, ხოლო 215 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 832, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 249.

"მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 694, აქედან 3 832 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფიში, მათ შორის, თბილისში 1 969 პაციენტი, აჭარაში კი 657. მძიმე მდგომარეობაშია 401 პაციენტი, მათ შორის თბილისში 199, ხოლო აჭარაში 80. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი, თბილისში 71, ხოლო აჭარაში 23. 2 249 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 1 216 აჭარის რეგიონში, ხოლო 775 თბილისში", — განმარტა საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: