ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი უარყოფს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას მისი სენაკის ბაზაზე გამოკეტვისა და წამების შესახებ.

"ეს არის სრული აბსურდი და ვინც ამ განცხადებებს დებს, ის არის სრული ნაძირალა ადამიანი, იმიტომ რომ ამით მას უნდა თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენოს. მე არავის მივცემ უფლებას, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ჯარისკაცების, რიგითიდან დაწყებული მაღალი რანგის ოფიცრებამდე დასრულებული, არავის არ მივცემ ამ შეურაცხყოფის უფლებას", — განაცხადა ხვიბლიანმა იმედის ეთერში.

მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს, 25 ოქტომბერს ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დავით ხვიბლიანი სენაკის ბაზაზე ყავთ გამოკეტილი და აწამებენ. გვარამიას განცხადებას თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაციაა.