ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში, ლელა ქებურიას თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა ემთხვევა მოსახლეობის მოთხოვნას და სწორედ ის მოუტანს როგორც სამეგრელოს, ისე მთლიანად საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს.

"დღეს მოსახლეობას სურს, რომ შემცირდეს ფასების ზრდა, სიღარიბე, ლარის გაუფასურება და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ ისეთი სოციალური თანადგომა სახელმწიფოსგან, რომელიც მორგებული იქნება და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც აქვს პენსიონერებს, უნარშეზღუდულებს, ვეტერანებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ უსაფრთხო გარემო, თავისუფლება, ხარისხიანი განათლება და მომავლის პერსპექტივა თქვენი შვილებისთვის და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ამისთვის საჭიროა ცვლილება", — ამბობს ქებურია.

ლელა ქებურიას თქმით, ხალხს სჭირდება სამუშაო ადგილები, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 21-ე საუკენეში, გაზი, წყალი და ამისთვის საჭიროა ცვლილება.

"თქვენ გინათ, რომ თქვენი შვილები, თქვენი დები, მშობლები, საზღვარგარეთ კიარ მიდიოდნენ ლუკმა-პურის საშოვნელად, არამედ მათ თქვენ გვერდით ჰქონდეთ ამის საშუალება და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ გინდათ კრიმინალისგან, კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან თავისუფალი სახელმწიფო და ამისთვის საჭიროა ცვლილება.თქვენ გინდათ ანგარიშვალდებული, მრავალფეროვანი პარლამენტი და ამისთვის საჭიროა ცვლილება. თქვენ, ისევე როგორც მთლიან საქართველოს გინდათ არა უიმედობა, არა უპერსპექტივობა, არა კრიმინალი, არამედ შესაძლებლობების სამეგრელო და შესაძლებლობების საქართველო, ამისთვის კი საჭიროა ცვლილება. თქვენ გაქვთ ცვლილებების სურვილი, ხოლო ჩვენ ევროპულ საქართველოს გვაქვს ამ ცვლილებების გეგმა, თქვენი სურვილები და ჩვენი შესაძლებლობები ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც ვდგავართ აქ, ამიტომ წავალთ ყველა ერთად 31 ოქტომბერს არჩევნებზე, შემოვხაზავთ 2-იანს და შევუდგებით ჩვენი გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას", — განაცხადა ქებურიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.