ხვიბლიანზე მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, სასამართლოში დავეხმარებით — თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავარი არხის მიერ დავით ხვიბლიანზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა", — აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, დავით ხვიბლიანი ამ დროისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა და ამ განცხადებების გამო გეგმავს სასამართლოს მიმართოს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავარმა არხმა თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა, რის გამოც, ის გეგმავს სამართლებრივ დავას. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში კი სამინისტროს თქმით, მათ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
"სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია მთავარმა არხმა, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში", — აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს თქმით, აღნიშნული ქმედება თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
დავით ხვიბლიანი ზუგდიდში შეიარაღებული თავდასხმის დროს აყვანილი 43 მძევლიდან ერთ-ერთი იყო. ნიკა გვარამიამ ხვიბლიანზე განაცხადა, რომ ის სინამდვილეში გამტაცებლის თანამზრახველი იყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები