შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის საელჩო საქართველოში აჩერებდა მუშაობას, შემდეგ საელჩომ განმარტა, რომ გაჩერებას არა საელჩო, არამედ საკონსულო განყოფილება აპირებდა შემდგომი განცხადების გაკეთებამდე, ხოლო სასწრაფო საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა საელჩოს ცხელი ხაზი.

კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება საქართველოში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ მათ ფეისბუქგვერდზე დაწერეს.

საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, რომ სააჭიროების შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდნენ.