შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს მოუწოდებს, თუ 21 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარი ძარცვის საქმეზე იდენიფიცირებული პიროვნების ვინაობა, ან ფოტოსურათი გახდა მათთვის ცნობილი, ეს ინფორმაცია არ გაავრცელონ.

უწყებაში ამბობენ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებებს შეუშლის ხელს.

დღეს, 25 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს.