ქაბულში ტერორისტმა საგანმანათლებლო ცენტრის წინ ტერაქტი მოაწყო. შემთხვევას 24-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ალჯაზირა ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინცორმაციით, სხვერპლთა უმეტესობა 15-დან 26-წლამდე სტუდენტები იყვნენ. დაშავებულა 57 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თარიქ არიანის თქმით, იმ თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც საგანმანათლებლო ცენტრის წინ, ქუჩაში თავი აიფეთქა, ცნობილია. თალიბანმა თავდასხმასთან კავშირი უარყო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მსგავსი ტერაქტი,საგანმანათლებლო ცენტრზე 2018 წელსაც მოხდა, მსხვერპლის უმეტესობას 2018 წელსაც სტუდენტები წარმოადგენდნენ.

24 ოქტომბერს ალქაიდას ერთ-ერთი ლიდერი, აბუ მოჰსენ ალმასრი ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს.

ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, აბუ მოჰსენ ალმასრი ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო.