დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 928 შემთხვევიდან, თბილისში — 788, აჭარაში — 551, იმერეთში — 245 გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის — 788, აჭარაში — 551, იმერეთში — 245, ქვემო ქართლში — 87, შიდა ქართლში — 33, გურიაში — 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში — 93, კახეთში — 42, მცხეთა-მთიანეთში — 20, სამცხე-ჯავახეთში — 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 893, აჭარაში — 714, მძიმე პაციენტი — 429, მათ შორის, თბილისში — 201, აჭარაში — 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში — 59, აჭარაში — 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 — აჭარაში, ხოლო 741 — თბილისში, 11 403 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 868, აჭარაში — 2 059. სულ, 6-24 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 8 296 პირი. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში", —აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 604 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 28 431 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 10 767 გამოჯანმრთელდა, ხოლო 201 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 766, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 268.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: