სერიალების მოყვარულთათვის 2017 განსაკუთრებული წელი იქნება, რადგან სწორედ წელს დაუბრუნდება ეკრანს დევიდ ლინჩის ლეგენდარული სერიალი ტვინ პიქსი.

სულ ცოტა ხნის წინ Showtime-ის პრეზიდენტმა დევიდ ნევინსმა პრემიერის თარიღიც გამოაცხადა - შოუს პირველი ორი სერია ეკრანზე 21 მაისს გამოვა, სეზონში კი სულ 18 სერია იქნება, რომელთა ხანგრძლივობაც 60 წუთი იქნება.

სერიალის პრემიერის თარიღი საკუთარ მაყურებელს შოუს ვარსკვლავმა კეილ მაკლაჰენმაც ამცნო.

ცნობილია ისიც, რომ სერიალში ვიხილავთ თავად დევიდ ლინჩსაც, რომელიც ეკრანს გორდონ კოულის როლით კვლავ დაუბრუნდება.

სერიალი ერთიან ფილმად გადაიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიყო 18 სერიად.