აჭარა გახდება საქართველოს IT დედაქალაქი, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილებით — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდის წარდგენისას რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა.
ვაშაძის თქმით, აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც მზად არის ქვეყნის აღმშენებლობისთვის. პარტიის ლიდერი რეგიონში არსებულ ისეთ სოციალურ პრობლემებს შეეხო, როგორებიცაა პენსიონერებისთვის მაღალ პროცენტიანი სესხები და გაძვირებული მედიკამენტები.
"აჭარაში განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა. 30 000-ზე მეტ ადამიანს ბათუმში პირადად შევეხმიანეთ, გავესაუბრეთ და ავუხსენით, თუ რისთვის ვმუშაობთ ჩვენ. ათასოვბით ახაგაზრდას შევხდით სხვა რაიონებში, მათ შორის, ხელვაჩაურში, ქედა შუახევში, ხულოში, ქობულეთში და ა.შ. ეს არის სწორედ ის ახალი ენერგია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს განვითარებისთვის.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადაპტირებული გარემო ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. დღეს პირველი ჯგუფის შშმ ადამიანი თავისი პენსიიდან 36%-ს სასესხო პროცენტს ლიბერთი ბანკში იხდის. ჩვენ დავდეთ პირობა და აქაც ვდევბთ, რომ ყველა პენსიონერს და შშმ პირს ჩვენი გამარჯვებიდან 30 დღეში ჩამოეწერება სესხის ეს გაზრდილი პროცენტი; მინიმუმ 30%-ით გაუაფდებათ მედიკამენტები, რადგან ევროპულ ფასწარმოქმნის სტანდარტს დავნერგავთ; ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნესს, ყველა ადამიანს ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა, შემდგომი ექვსი თვის მანძილზე დაუსუბსიდირდება სესხის პროცენტი იმ ნასესხები 5 მილიარდიდან, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს; ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მყისიერად დავიწყებთ მასობრივ ტესტირებას ქვეყანაში, ლოკალიზებას მოვახდენთ კორონა ვირუსის გავრცელების, იმ ალგორითმით, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში გავუგზავნეთ ხელისუფლებას და არ გამოიყენა; გავხსნით საზღვრებს, მოვიზიდავთ ტურისტებს, ავამუშავებთ ეკონომიკას და შემოვიტანთ ინვესტიციებს ქვეყანაში.
3 ტრილიონი დოლარი დაბეჭდა აშშ-მ, ეს თანხა საინვესტიციო პოტენციალს ელოდება და სწორედ ბათუმიდან, აჭარიდან უნდა დავიწყოთ ამ ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება 12 მლრდ. დოლარი, რომ 300 000 სამუშაო ადგილი შევქმნათ. მე პირობას გაძლევთ, როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, თქვენი სახელით ვივლი ინვესტორებთან და ჩამოვიტან ინვესტიციებს ქვეყანაში.
აჭარაში და ბათუმში ჩვენ ვაპირებთ ერთი ინდუსტრიული პარკის აშენებას, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოება განთავსდება. აჭარა უნდა გახდეს საქართველოს IT დედაქალაქი. ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ITკომპანია, ბევრი მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი იქნება აჭარაში და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ იმ საოცარი პოტენციალის ათვისებას, რომელიც არის მაღალმთიან აჭარაში. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა სილამაზესთან გვაქვს საქმე. ჩვენი პირველი ვიზიტის დროს აჭარაში გავიარეთ და საოცარი ადგილები, კულტურა და ისტორია ვნახეთ. ვფიქრობ, რომ დადგა დრო ეს საოცრება მთელ მსოფლიოს გავაცნოთ და ამით შემოსავალი თითოეულმა ოჯახმა ნახოს, ვინც ცხოვრობს აჭარის რეგიონში.
ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი იმედი, რომ ცოტა ადამიანი მივა არჩევნებზე. ჩვენი მთავარი ვალდებულება და მოვალეობა არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ თითოეული ხმა საქართველოს ბედს გადაწყვეტს. თითოეული მიცემული ხმა, ეს არის პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვის პროცესში. ეს არის მომენტი, სადაც მარტივად შეგვიძლია ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 31 ოქტომბერი ვაქციოთ შემობრუნების წერტილად და განვითარების ახალ საწყისად, სტარტად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას. თავადვე ხედავთ, თუ როგორ იცვლება ყოველდღიურად ადამიანების პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენსკენ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
კომენტარები