ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და სერგო რატიანთან ერთად ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, მოსახლეობათან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს არამარტო მძიმე გაჭირვება და სიღატაკე, არამედ ამ ყველაფრის სათავე — საბჭოთა ტრადიცია, რომელიც ერთი კაცისა და პარტიის მბრძანებლობაზეა აგებული.

"ქუთაისი არის გარდამტეხი ცვლილებების სიმბოლო. ის არის აღმშენებლობისა და განვითარების სიმბოლო.

დღეს დამთავრდა ოცნება და თქვენ ხართ ამის დასტური. თქვენ ხართ დასტური, რომ იწყება მუშაობა და გარდამტეხი ცვლილებები. დღეს უმძიმესი გარემოა, უმძიმესია მდგომარეობაა და ამდენი ადამიანი არის მზად შეცვალოს ქვეყანა.

31 ოქტომბერს არ უნდა დასრულდეს მხოლოდ გაჭირვება და სიღატაკე, არამედ უნდა დასრულდეს ამ ყველაფრის საფუძველი, საბჭოთა წარსული და ტრადიცია. ჩვენ აღარ გვინდა ტრადიცია, რომელიც აგებულია ერთი კაცისა და პარტიის მბრძანებლობაზე", — განაცხადა რატიანმა.