გუნდი, რომელიც თქვენთვის 24/7 იმუშავებს — ვაშაძემ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სია წარადგინა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა ბათუმში პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გუნდი წარადგინა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემდეგ სწორედ, ისეთივე აწყობილ და სამართლიან რეგიონში იცხოვრებენ, როგორი აწყობილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სისტემაც შექმნა იუსტიციის სახლებმა.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას დაიბრუნებს.
"ბათუმი არის ადგილი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წელს დიდი მუშაობის შედეგად გავხსენით; რომელმაც მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა მსოფლიოში. როგორც იუსტიციის სახლია საათის მექანიზმივით აწყობილი, პირობას გაძლევთ, რომ სწორედ ასე საათის მექანიზმივით ავაწყობთ მთელს საქართველოს და ქართულ ეკონომიკას. ასე, საათის მექანიზმივით მოვიზიდავთ ინვესტიციებს და შევქმნით სამუშაო ადგილებს. სწორედ ასე ავაწყობთ სოციალურად სამართლიან ქვეყანას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ყურადღება სახელმწიფოსგან და ხელისუფლებისგან. აი, ასეთი გუნდი გვინდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში", — განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი არის გუნდი, რომელიც მზად არის უმძიმეს მდგომარეობაშიც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ღონისძიებაზე მოსულ აჭარელ მხარდამჭერებს 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანის გაკეთება შესთავაზა — საქმის მკეთებელთა გუნდი სტრატეგია აღმაშენებლის სახით ხელისუფლებაში, ან ფულის მკეთებელთა გუნდი :დამსხვრეული ოცნების" სახით.
"31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის არჩევნები, სადაც წყდება არა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის ბედი, არამედ შემდგომი ათეული წლების ბედი — განვითარება, ან ჭაობი. მარტივი აღჩევანი — საქმის მკეთებელთა გუნდი სტრატეგია აღმაშენებლის სახით ხელისუფლებაში, ან ფულის მკეთებელთა გუნდი ზ'დამსხვრეული ოცნების" სახით. და რაც უმთავრესია, საქართველო, რომელიც იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას, ან ქვეყანა, სადაც მუდმივი გაჭირვება და შიმშილია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და მოსულ მხარდამჭერებს აჭარის საქმის მკეთებელთა გუნდი წარუდგინა, რომელიც იბრძოლებს აჭარის უმაღლეს საბჭოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით.
გიორგი ვაშაძემ ის ადამიანები წარადგინა, ვინ პარტიის სახელით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძოლებენ.
„ესენი არიან: ბექა დიასამიძე — ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელმაც პირველივე დღიდან, 2016 წელს, როცა მე დამოუკიდებლად გავაკეთე პოლიტიკაში გადადგმულ ნაბიჯზე განაცხადი, პირველივე დღეს ფეისბუქის მეშვეობით შემეხმიანა და მითხრა, რომ, გიორგი, მინდა თქვენ გვედით დავდგე, იმიტომ, რომ მჯერა იმ ახალი თაობის ენერგიის, რომელსაც თქვენ აკონსოლიდირებს თქვენს გარშემო. დიდი მადლობა ბექას , რომელიც არის ჩვენი სიის პირველი ნომერი აჭარაში და რაც ყველაზე მთავარია, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. ბექას აქვს საჯარო მმართველობაში განათლება GIPA-ში მიღებული და არაერთი წარმატებული პროექტი რეალიზებული.
- ბექა დიასამიძე;
- ზურაბ მახარაძე;
- ბადრი მუმლაძე;
- რუსუდან ფუტკარაძე;
- გიზო გორგილაძე;
- ელზა დავითაძე;
- ავთანდილ ქარცივაძე;
- ასლან ქამადაძე;
- დავით ბერიძე;
- ჯონი საგინაძე.
ეს არის აჭარის საქმის მკეთებელთა გუნდი. გუნდი, რომელიც მზად არის თქვენთვის 24/7 იმუშაოს. სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის განსხვავება ყველა სხვა გუნდისგან არის ის, რომ ჩვენ არასდროს ვიღლებით, ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ და ვართ მზად, ამ უმძიმეს ვითარებაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ავიღოთ და ჩვენი სამშობლო წინ წაიყვანოთ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გაწერილი ყველა გეგმა და სტრატეგია, რისი რეალიზებაც ქვეყანაში გვინდა, მაგრამ, გულწრფელად გთხოვთ, პირველ რიგში თქვენს მხარდაჭერას. დიახ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ქვეყანაში აღმშენებლობას ვერ დავიწყებთ", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები