დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე მკურნალობს. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებული 16 121 ადამიანიდან 10 257 ბინაზე მკურნალობს.

საავადმყოფოში მკურნალობას გადის 3 571 პირი, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 2 293.

მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას მძიმე პაციენტების შესახებაც და აღნიშნავს, რომ სულ 427 ასეთი პაციენტია და მათგან ნაწილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მძიმე პაციენტებს შორის 232 თბილისშია, ხოლო 77 აჭარაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 412 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 26 503 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის მათ შორის 10 163 გამოჯანმრთელდა, ხოლო 193 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 571, ხოლო კოვიდ სასტუმროებში — 1 848

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: