საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან გასახურებელ ტესტ-მატჩში 48:7 დამარცხდა. შეხვედრა მარიფილდზე ჩატარდა. ეს ბორჯღალოსნებისთვის პირველი მატჩი იყო ბოლო 8 თვის განმავლობაში.

როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, წინ შემოდგომის ერთა თასია, რომელიც 14 ნოემბერს იწყება და რომელშიც პირველივე მატჩში ინგლისს თვიქნჰემზე ვერკინებით.