თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქურდობის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში შეიჭრნენ. იქ საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვებ-პროდუქტები ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.