საფრანგეთმა მსოფლიოში პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე გზა გახსნა.

1-კილომეტრიანი გზა, რომელიც მთლიანად ელექტროენერგიის გამომმუშავებელი პანელებისგან არის დამზადებული, ნორმანდიაში გაიხსნა.

პროექტზე კომპანია Colas 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. გამომუშავებული ელექტროენერგია მიმდებარე განათების ბოძებს მოამარაგებს. როგორც ვარაუდობენ, ინოვაციური გზა დღის განმავლობაში 2000-მდე სატრანსპორტო საშუალებას მიიღებს. ახალი ტიპის გზებს კომპანიამ Wattway დაარქვა.

მზის ენერგიაზე მომუშავე გზა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. ენერგოტრანზაქციის ქსელის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ იედლიცკმა აღნიშნულ საკითხზე გაზეთ Le Monde-სთან ისაუბრა.

„ცხადია, რომ ეს არის უდიდესი ტექნოლოგიური პროგრესი, თუმცა მისი განახლებისთვის მნიშვნელოვანია ხარჯების გათვალისწინებაც. მზის ენერგიაზე მომუშავე გზების ინვესტიცია დამოკიდებულია იმაზე, თუ საშუალოდ რა ტემპერატურა ფიქსირდება ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგალითად, ამგვარი გზების დაგება ესპანეთში გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში და ამის მიზეზი ნათელია“,- ამბობს მარკ იედლიცკა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მზის ენერგიაზე მომუშავე გზის ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 2,500 ევრო ღირს, ჯამში კი დანახარჯები 5 მილიონ ევროს უახლოვდება.

Wattway-ის დაგება უკვე დაგეგმილია კანადაში და ა.შ.შ-ის ჯორჯიის შტატში

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროექტი მოლოდინებს გაამართლებს, მისი გლობალიზაცია გარდაუვალი იქნება.