უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, კანონის შესაბამისად, დავტოვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა. საბჭოში მუშაობას თან ახლდა ბევრი გამოწვევა და სიახლე. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი წვლილი შემეტანა სასამართლოს განვითარებაში. ჩემი საქმიანობის შეფასება თქვენთვის მომინდია, მზად ვარ კრიტიკული მოსაზრებების მოსასმენად, რაც დარწმუნებული ვარ იქნება, თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულმა პროცესებმა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა", — წერს მიქაუტაძე ფეისბუქგვერდზე

მისი თქმით, საბჭოში თანამდებობა დატოვა, თუმა მოსამართლედ და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობას აგრძელებს.

გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ 22 ოქტომბერს დაინიშნა. არსებული კანონმდებლობით, ეს საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია და მიქაუტაძეს პოსტის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს დაანონსებულ მოსამართლეთა რიგგარეშე აირჩევენ.

მიქაუტაძე იმ ე.წ. კლანის წევრია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია საუბრობს.