ეს წელი ნამდვილად ძალიან უცნაურია, მსუბუქად რომ ვთქვათ.

ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური გახდა იტალიელი ფერმერისთვის, კრისტიან მალოჩისთვის, როდესაც მისმა ძაღლმა სპელაქიამ მწვანებეწვიანი ლეკვი გააჩინა.

პაწაწინა ცუგას მაშინვე ფისტაშიო დაარქვეს (Pistachio — ღია მწვანე ან მოყვითალო მწვანე ფერი).

ლეკვი სარდინიის კუნძულის ფერმის ხუთძაღლიანი ნაყარის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ფისტაშიოს ძმები და დები ყველანი თეთრი ფერისანი არიან, ისევე როგორც მათი დედა.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს იმის შედეგია, რომ ლეკვი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან შედის კონტაქტში.

ფოტო: Reuters

მაგრამ — რაც, ალბათ, ზოგს გულს დაწყვეტს — ფისტაშიოს ფერი უკვე ნელ-ნელა მკრთალდება და მომავალშიც გააგრძელებას გაუფერულებას.

ფერმის მფლობელმა გადაწყვიტა, ფისტაშიოს გარდა ყველა ლეკვი გააჩუქოს, მწვანებეწვიან ცუგას კი ის ფერმაში ცხვრების ფარის მწყემსვაში დაიხმარებს.

"მწვანე იმედისა და იღბლის ფერია — იმის, რაც 2020 წელს ნამდვილად გამოგვადგება, ცოტა უფრო მეტი რომ გვქონდეს", — ამბობს ფერმერი.

ფოტო: Reuters