პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს "დაუმტკიცეს, რომ ტყუოდნენ", NDI კვლევებს ერთი წელი აღარ ატარებდა.

"შარშან წინ გავაკეთეთ პროფესიონალური კვლევა, დავუგზავნეთ NDI-ის ყველა თანამშრომელს, ჩამოვიდა კომისია, ყოფილი სენატორები, შეგვხდა ჩვენ. გვთხოვეს, ჩვენ ახლა შევწყვეტთ კვლევებს, სკანდალს ნუ მოვაწყობთო და არავითარ კვლევებს აღარ ჩავატარებთო. ერთი წელი აღარ ჩაუტარებიათ არანაირი კვლევა. დავამტკიცეთ, რომ ტყუიან და გვითხრეს აღარ გვინდა ამ სკანდალის აგორებაო", — განაცხადა მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

მისი მტკიცებით, ყველა სენატორსა და კონგრესმენს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ნაჩვენები იყო, რომ "მატყუარები" იყვნენ. თარხან-მოურავის განცხადებითვე, მან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორებსაც აუხსნა, რომ მათი საქმიანობა ტყუილია.